top of page
Bottles of Wine

მერაბ დვალიშვილის ღვინის გზა


მე ვარ მერაბ დვალიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებების დოქტორანტი. ბაკალავრიატი დავამთავრე აგრარულ უნივერსიტეტში - მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა.


ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით, საიდანაც მოვხვდი ვინიფერა ევრომასტერის ორმაგდიპლომიან სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც 6 თვე ვმუშაობდი საფრანგეთში, ბორდოში, Château de Marsan-ში. ხოლო შემდეგ ვსწავლობდი იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში, სადაც დავიცავი სამაგისტრო ნაშრომი.


T: როგორ და რატომ მოვხვდი იქ სადაც ვარ


პირველი რთველი კომპანია GWS ში მქონდა. ამის შემდეგ კი ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტად, სადაც მომეცა შესაძლებლობა, სიღრმისეულად მემუშავა ქართულ იშვიათ ჯიშებზე.

ახლა კი უკვე მესამე წელია ვარ უფლისციხის მამულის მეღვინე. ჩვენი მთავარი ფოკუსი ქართლის იდენტობის წარმოჩენაა.


ვმუშაობთ როგორც წყნარ, ისე ცქრიალა ღვინოებზე. ვინაიდან ქართლის კლიმატი და ნიადაგი საუკეთესო წინაპირობას იძლევა მაღალმჟავიანი, ელეგანტური ღვინის შესაქმნელად, განსაკუთრებულ გამოწვევას და პრიორიტეტს ცქრიალა ღვინის ბოთლური მეთოდით წარმოება წარმოადგენს.


ასევე ამ ეტაპზე ვარ ღვინის ეროვნული სადეგუსტაციო კომისიის წევრი, რაც საშუალებას მაძლევს, თვალი ვადევნო ქართული ღვინის ხარისხის დინამიკას. 


T: როგორ ავირჩიე ეს პროფესია


ჩემი არჩევანი ბავშვობიდან და ოჯახიდან მომდინარეობს. ღვინო იყო კულტურა, რომელსაც გარშემო ვხედავდი. სწორედ ამ ადრეულმა ინტერესმა მიბიძგა, რომ ეს ინტერესი პროფესიულ ჭრილში გადამეტანა.


T: ჩემი მიზანია


მსურს, კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვო მსოფლიოს სხვადასხვა მეღვინეობის რეგიონებში. მიმაჩნია, რომ ამ სფეროს მრავალი კუთხით დანახვა, სხვადასხვა ტექნოლოგიების, ტერუარებისა და მიდგომების გაცნობა, უფრო მრავალფეროვან პრაქტიკულ ცოდნას მომცემს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობაში.


T: რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ


ჩემთვის მოტივაციის მთავარი წყარო თავად პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პროდუქტი მნიშვნელოვანია, ჩემთვის გაცილებით ძვირფასია ის გზა, რომელსაც ღვინის შექმნისას გავდივართ, ის გუნდური მუშაობა და ენერგია, რაც ვენახიდან ბოთლამდე იხარჯება.


T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას


მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ წრეებში ქართულ ღვინოს მთელ მსოფლიოში იცნობენ და აფასებენ, ვფიქრობ, ფართო, მასობრივ მომხმარებელში ჯერ კიდევ ცნობადობის დეფიციტია. ჩვენს ღვინოს აკლია უფრო მეტი კომუნიკაცია საერთაშორისო ბაზარზე, რათა რიგითმა მომხმარებელმა იცოდეს ჩვენი უნიკალური ისტორიის შესახებ.


T: რჩევა, მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას


მათ, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვეტყოდი, რომ არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული რჩევები, რომლებიც ყველას ერთნაირად გამოადგება. ჩემი აზრით, ამ სფეროში ყველას თავისი ინდივიდუალური გზა აქვს და მთავარია, საკუთარ ადგილს მიაგნოთ. ამისთვის კი საჭიროა ბევრი მცდელობა და მზაობა იმისთვის, რომ მუდმივად ძიების პროცესში იყოთ. თუ საქმე მართლა გიყვარს, შენი ადგილი აუცილებლად გამოჩნდება.

 

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page