top of page
Bottles of Wine

ლევან თათრიშვილი - რთველი გერმანიაში

მე ვარ ლევან თათრიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.


T: როგორ და რატომ მოხვდი იქ სადაც ვარ:


2025 წლის რთვლის სეზონისთვის ევროპულ კომპანიებში სტაჟირების შესაძლებლობებს ვეძებდი, როდესაც აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სკოლის ხელმძღვანელის, ანა გოდაბრელიძის შემოთავაზება მივიღე და პრაქტიკისთვის გერმანიაში წასვლას დავთანხმდი.


პირველი რთველი GWS-ში გავიარე, სადაც ქართულთან ერთად ევროპულ ჯიშებთანაც ვიმუშავე. სწორედ აქ მივხვდი, რომ მეღვინისთვის აუცილებელია როგორც ქართული ტრადიციების ცოდნა, ისე უცხოური ჯიშებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში ათვისება.


T: რატომ ავირჩიე ეს პროფესია:


მეღვინეობა ბავშვობიდან მაინტერესებდა - კახეთში, თელავში გავიზარდე და ვენახი და ღვინო ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმე მეცნიერებასთან და ხელოვნებასთან ყოფილიყო კავშირში, მეღვინეობა კი ამ ორი მიმართულების იდეალურ შერწყმად მივიჩნიე.


T: ჩემი მიზანია:


ჩემი მიზანია მუდმივად განვვითარდე როგორც სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილება ეფექტურად გამოვიყენო პროფესიულ გზაზე. ბადენში მიღებული ცოდნა სხვა ქვეყნის პრაქტიკითაც გავამდიდრო. ამით კი ჩემი წვლილი შევიტანო, რომ საქართველო მსოფლიო მეღვინეობის რუკაზე ღირსეულად წარმოჩინდეს.


T: რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ?


მოტივაციას მაძლევს ყოველი ახალი ცოდნა, რომელიც არა მხოლოდ ჩემს, არამედ ქართული ღვინის განვითარებასაც უწყობს ხელს. პასუხისმგებლობის გრძნობა მიმძაფრდება - საქართველო ღვინის სამშობლოა და მისი 8000 წლოვანი ისტორია უკეთეს მომავალს იმსახურებს.


T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას:


საბედნიეროდ, ქართული მეღვინეობა პროგრესირებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ენდემური ჯიშების პოპულარიზება, პოპულარული ჯიშების მაქსიმალური გამოყენება და ხარისხზე ფოკუსი. მევენახეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ვაზის ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება ღვინის დონეზე.


T: რჩევა, მათ ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას:


მევენახეობა-მეღვინეობა შრომატევადი საქმეა, რომელიც ცოდნას, პრატიკასა და სიყვარულს მოითხოვს. დაეუფლონ უცხო გამოცდილებას, შეადარონ და გამოიყენონ ეს ყველაფერი ქართული ღვინის ხარისხის ასამაღლებლად, ქვეყნის განვითარების სამსახურში.

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page