top of page
Bottles of Wine

ალბერტო ლალუაშვილი - ენოლოგი

Updated: Feb 27


გამარჯობა, მე ვარ ალბერტო ლალუაშვილი, 24 წლის ენოლოგი. თბილისის აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრიატი დავამთავრე და ოქტომბრიდან კახეთში, Grape Hunters-ში ვმუშაობ მეღვინის პოზიციაზე.


T: როგორ და რატომ მოხვდი იქ სადაც ვარ


Grape Hunters-ს საკუთარი ვენახები აქვს, სადაც ძირითადად საფერავი და სხვა წითელი ევროპული ჯიშებია გაშენებული. ჩვენი მთავარი ორიენტაცია ქართული ელეგანტური წითელი ღვინოების შექმნაა - და სწორედ ეს მიმართულება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია.


T: რატომ ავირჩიე ეს პროფესია?


მეღვინეობა ჩემთვის მევენახეობისა და მეღვინეობის ბუნებრივი გაერთიანებაა - ბუნებასთან სიახლოვე, შემოქმედება და ქართული იდენტობის შენარჩუნება ერთდროულად. ბავშვობიდან მახსოვს, როგორ ვეხმარებოდი პაპას ვენახში და ერთად ვაყენებდით ღვინოს. ალბათ მაშინ დაიწყო ყველაფერი.


ყოველი წელი განსხვავებულია - სხვა ამინდი, სხვა ყურძენი, სხვა გადაწყვეტილებები. და ბოლოს, ამ ყველაფრიდან იბადება ცოცხალი, ემოციებით სავსე ღვინო, რომელიც სხვებს სიამოვნებს. ეს გრძნობა შეუცვლელია.


T: ჩემი მიზანია:


ქართული ღვინის ტრადიციის გაგრძელება და მისი მსოფლიოსთვის გაცნობა. მჯერა, რომ დღეს ქართული მეღვინეობის მთავარი „სიახლე“ საფერავია - ჯიში, რომელსაც ჯერ კიდევ სრულად არ აღმოუჩენია თავი.


სამომავლოდ კი საკუთარი პატარა მეღვინეობის, რომელიც მაქვს - ლალუა, განვითარება მინდა. ღვინო, რომელიც არ საჭიროებს ახსანს - როცა ადამიანი გასინჯავს, უბრალოდ დადუმდება და მეორე ჭიქას დაისხავს. როცა ღვინო თავისთავად ლაპარაკობს, შენ კი ჩუმად ხარ - ესე იგი, მიზანს მივაღწიე.


T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას:


ცოდნა, ექსპერიმენტები და ინოვაცია - ძველი ტრადიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი გადამეტებული რომანტიზება პროგრესს აფერხებს. მსოფლიო მეღვინეობა წინ წავიდა - ჩვენ კი ჯერ კიდევ დაბალ სეგმენტში ვრჩებით. სხვებისგან სწავლა და ახალი იდეები ქართული ღვინის პრემიუმ პოზიციისკენ გზის ნაწილია.


T: რჩევა მათ ვინც ეხლა ირჩევს ამ პროფესიას:


მეღვინეობა რომანტიული ჰობი არ არის - ეს შრომა, პასუხისმგებლობა და მუდმივი სწავლაა. გამოცდილი ადამიანებისგან ისწავლეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი - გაიაზრეთ ღვინის ფილოსოფია. გაიგეთ, რა არის ეს სფერო რეალურად. ფილოსოფიის გარეშე მხოლოდ ისტორიებსა და ტრადიციებზე შეყვარებული დარჩებით - და ეს საკმარისი არ არის. 

 

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page