top of page
Bottles of Wine

კატო ტაბატაძე - რთველი გერმანიაში  

T: რომელ მეღვინეობაში ჩაატარე რთველი და რა იყო შენი ძირითადი როლი?


რთველი ჩავატარე გერმანიაში, ბადენში მდებარე Weingut Keifer & Schmidt-ში. ჩემი ძირითადი მოვალეობები მარანში საქმიანობა იყო, ფერმენტაციის კონტროლი, რეზერვუარების რეცხვა, სისუფთავის დაცვა, საფუვრის დამატება და ა.შ.


T: როგორი იყო რთველი გერმანიაში?


რუტინის თვალსაზრისით საკმაოდ რთული, მაგრამ კარგად ორგანიზებული. მეღვინეობის სპონტანურობა გერმანულ მოწესრიგებულობასთან კარგად იყო შეხამებული.


T: რა გასწავლა ამ გამოცდილებამ, როგორც ენოლოგს?


პირველ რიგში, უფრო ნათელი წარმოდგენა შემიქმნა მარანში მუშაობის სპეციფიკაზე, მეტი ინფორმაცია მომცა ადგილობრივი, განსაკუთრებით კი PIWI - რეზისტენტული ჯიშების შესახებ. გავეცანი ახალ ტექნოლოგიას - მეღვინეობაში გამოყენებულ საფუვრის გამამრავლებელ რეაქტორს. რა თქმა უნდა, ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ბევრი ახალი ღვინის გასინჯვა იყო.


T: რა ცოდნას და პრაქტიკას გამოიყენებ მომავალში საქართველოში?


ვფიქრობ, გარკვეული დოზით ყველა ტიპის გამოცდილებას გამოვიყენებ. ამ პერიოდმა ძალიან გამზარდა ყველა მიმართულებით, ამიტომ, ჩემი აზრით, დამეხმარება როგორც დაგროვილი პროფესიული ცოდნის ინვესტირებაში, ასევე - მომავალი სამსახურებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

 


 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page