გიორგი ვარადაშვილი - რთველი გერმანიაში
- tboba magazine
- Sep 26, 2024
- 1 min read

მე ვარ გიორგი ვარადაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კურსდამთავრებული.
T: როგორ და რატომ მოვხდი იქ სადაც ვარ:
ახლა ვიმყოფები გერმანიაში და პრაქტიკებს გავდივარ, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ღვინის მწარმოებელ ქარხანაში Reh Kendermannში, რომელიც წელიწადში 60 მილიონ ბოთლს აწარმოებს.
მინდა რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვო, რომელსაც დაბრუნების შემდეგ ჩემს ქვეყანაში გამოვიყენებ.
T: რატომ ავირჩიე ეს პროფესია:
მევენახეობა-მეღვინეობა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე, კულტურასა და ტრადიციებზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში იგი თავიდან დაიბადა საქართველოში და სურვილი მქონდა, ამ ახალი ხანის აღმშენებლობაში შემეტანა ჩემი მცირეოდენი წვლილი, ამიტომაც გადავწყვიტე ხსენებული პროფესიის არჩევა.
ამ ეტაპზე მაქვს საკუთარი მეღვინეობა - Gavazi Estate, რომელიც გასულ წელოს მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ, გვქონდა პირველი რთველი და დამოუკიდებლად, რომელიც სხვადასხვა გამოფენებზე ბევრ ღვინის მოყვარულს მოეწონა, ამჯერად საფუძვლიანად ვეცნობი ევროპული ღვინის ტექნოლოგიას, ვსწავლობ სხვადასხვა ტექნიკებს და მეთოდებს.
T: ჩემი მიზანია:
ჩემი მიზანი არის, რომ სწორედ ეს მეთოდები და სიმარტივე დავნერგო ქართული ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინის დაყენების საშუალებას მოგვცემს.
T: რა მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რასაც ვაკეთებ:
ჩემთვის მოტივაცია სიყვარულია ამ სფეროს მიმართ, მისი მრავალფეროვნება და ხასიათია, უფლებას არ გაძლევს გაჩერდე და მოდუნდე. ღვინო ჩემთვის ცოცხალია, რადგან მას შეუძლია გაგინაწყენდეს და მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს, თუ ერთხელ მაინც დააკელი რამე ან აწყენინე. ყველაზე სასიამოვნო კი ბოლო მომენტია, როცა თვითონ ღვინო გიფასებს შრომას და გასახელებს.
T: რა აკლია ქართულ მეღვინეობას:
ქართულ მეღვინეობას აკლია სიმარტივე, ტექნოლოგიები და ინდივიდუალიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია და ეს ჯაფა ჩვენს თაობას გვაკისრია.
Comments