ბონი - პატარა ზღაპარი, ყველა მარანი თავისი ისტორიით
- tboba magazine

- Oct 30, 2025
- 2 min read
Updated: Oct 30, 2025

ალბათ ბურგუნდია ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი ღვინის რეგიონია, იმდენად, რომ ბურგუნდიის კლიმატი 2015 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში აღიარა.
თუ ბორდოში ხშირად ვხვდებით singe estate პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ მამულში ღვინო დამზადებულია საკუთარი ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან, ბურგუნდიაში ფილოსოფია განსხვავებულია - აქ მთავარი ტერუარის გამოხატულებაა, ამიტომაც ხშირია single vineyard ღვინოები, რომლებიც მზადდება კონკრეტული ერთი ვენახის ნაკვეთისგან მოწეული ყურძნით და ხშირად ამ ვენახის სახელი ეტიკეტზეც დაიტანება.
ბურგუნდიის მიწის მფლობელთა მრავალრიცხოვნობა ნაპოლეონის მემკვიდრეობის კანონებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ქონება ყველა შთამომავალზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
დღეს ამ რეგიონში 600-ზე მეტი ვენახიდან 2% Grand cru-ა, შემდეგ მოდის premier cru, village და რეგიონული აპელაცია. ეს მკაფიო იერარქია ასახავს ბურგუნდიის უნიკალურ მიდგომას - აქ თითოეულ ვენახს საკუთარი ისტორია, მიკროკლიმატი და სტილი აქვს. ნიადაგისა და მდებარეობის განსაკუთრებული შერწყმა განსაზღვრავს, რომელი ვენახი გახდება premier cru ან Grand cru. ამ მრავალფეროვნებამ შექმნა რეგიონის განსაკუთრებული მემკვიდრეობა და ის საფუძველი, რაზეც ბურგუნდიული ღვინის სახელია დაფუძნებული.
ტერუარის ძალა რეგიონის მთავარი ჯიშებში კარგად იკითხება - შარდონე (Chardonnay) რომელიც სხვადასხვა სახით გვევლინება - მინერალურიდან მდიდარ და მუხაში დავარგებულ სტილებამდე, მაშინ როცა პინო ნუარი (Pinot Noir) ბურგუნდიის წითელი ღვინოების ელეგანტურობასა და დახვეწილ სტრუქტურას ქმნის.
ღვინის წარმოების მოდელებიდან კი ფართოდ არის გავრცელებული ნეგოსიანური - მთლიანი პროდუქციის დაახლოებით 60-65% სწორედ ნეგოსიანები ქმნიან და ბევრ ცნობილ ღვინის სახლს დღემდე სწორედ ეს მოდელი აქვს შენარჩუნებული.

მათ შორის არის Patriartche, რომელსაც ბონის ისტორიულ ცენტრში გადააწყდებით - 5 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბები, 200-წლიანი ისტორია და მილიონობით ღვინის ბოთლი ქმნის საოცარ ატმოსფეროს, რომელიც არა მხოლოდ ღვინის მოყვარულებს იზიდავს. დღეს Patriarche ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნეგოსიანად რჩება რეგიონში, რომელიც თანაბარი სიფრთხილით აერთიანებს ტრადიციასა და ინოვაციას.
მეღვინეობებში სტუმრობა საკმაოდ რთული არჩევანია - თითოეული მათგანი თავისებური ზღაპარია, თავისი პატარა ისტორიით. თუმცა აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის უნდა აღინიშნოს „Cite du Vin” მუზეუმიც, რომელიც ბურგუნდიის ღვინის სამყაროს თანამედროვედ და შთამბეჭდავად გაცნობს.





Comments