top of page
Bottles of Wine

თაზო ბერიშვილის ღვინის გზა


T: თაზო, როგორ დაიწყო შენი ღვინის გზა?


გამარჯობა, ჩემი ღვინის გზა იწყება ზოგადად მცენარის, ვაზის სიყვარულით, ყოველთვის ვაკვირდებოდი ზრდა-განვითარების პროცესს. გარკვეული დროის შემდეგ ვაზისგან მოსავლის მიღების და ღვინის დაყენების პროცესითაც დავინტერესდი. შემდგომმა გამოცდილებამაც მაჩვენა რომ საფუძველი იწყება ვენახიდან, არ არსებობს  ჯანმრთელი და ხარისხიანი ღვინო , ჯანმრთელი და მოვლილი ვენახის გარეშე.


T: სწავლა ბორდოში - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ღვინის რეგიონში. რა არის ის მთავარი ცოდნა ან გამოცდილება, რომელმაც ყველაზე მეტად შეცვალა შენი ხედვა ღვინის მიმართ?

 

ბორდოში სწავლა ჩემთვის არ იყო მხოლოდ აკადემიური გამოცდილება, მთლიანად შეხედულება შემეცვალა მეღვინეობის და მევენახეობის მიმართ.


ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე არის, რომ ღვინის ისტორია იწყება ვენახში და არა ქარხანაში. ფრანგულ მევენახეობაში თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს - ნიადაგის ტიპს და მის მომზადებას, მიკროკლიმატს, ვაზის ფორმირებას, მოსავლის კონტროლს, დაავადებებთან ბრძოლას და შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სწორ დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს. იქ ყოფნის პერიოდში დავინახე თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში ერთად მეცნიერული ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება, რაც გრძელვადიანი და ხარისხიანი ღვინის წარმოების საფუძველია.

 

T: როდის და რა იდეით გაჩნდა wine.vine.chronicles-ის შექმნის მოტივაცია? რა არის მთავარი მოტივაცია ამ პლატფორმის შექმნის?

 

მევენახობის და მეღვინეობის მიმართ ინტერესი საქართველოში დიდია, მაგრამ ღვინის კულტურაზე ფართო და თანამედროვე ცოდნა მაინც ზედაპირულია.


wine.vine.chronicles გვერდის შექმნის იდეა იყო, რომ ქართულად მოვყვე ვაზისა და ღვინის სამყაროზე უფრო მეტი და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.  ვცდილობ მარტივად და საინტერესოდ ვისაუბრო ყველაფერზე, რაც ვენახსა და ღვინოს ეხება, როგორც ჩემი პრაქტიკული ცოდნის, ისე საინტერესო ფაქტების გაზიარებით.


ასევე, ძალიან მინდა მოვისმინო ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის პრობლემური საკითხები, გავიცნო ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და ერთად შევქმნათ სივრცე, სადაც ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ და ღვინოზე მეტს ვისწავლით.


T: სამომავლო გეგმები

 

სამომავლოდ მინდა კიდევ უფრო გავიღრმავო ჩემი თეორიული ცოდნა მევენახეობის და მეღვინეობის სფეროში. ვცდილობ მივიღო მეტი და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ და პრესტიჟულ შატოსა თუ მეღვინეობაში. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია მეტი სიახლის, პრობლემების განსხვავებულად გადაჭრის და ღვინის დაყენების საინტერესო მეთოდების ღრმად შესწავლა.

 

 

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page