არამექსი - ლოჯისტიკა, რომელიც ქართულ ღვინოს მსოფლიოსთან აკავშირებს
- tboba magazine

- Jul 2
- 2 min read

ქართული ღვინის საერთაშორისო წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საიმედო ლოჯისტიკური პარტნიორი. სწორედ ამ როლს ასრულებს არამექსი, რომელიც Decanter World Wine Awards-ის ექსკლუზიური ლოჯისტიკური პარტნიორია საქართველოში. 2026 წლის კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე და არამექსი ამ წარმატების გზის ნაწილი იყო. ქართული ღვინის წარმატებაზე და საერთაშორისო კონკურსებზე აქტივობაზე თბობა არამექსის გენერალურ დირექტორს, ლიკა უსეინაშვილს ესაუბრა.

T: როგორ აფასებთ ქართული ღვინის ექსპორტის მიმდინარე ტენდენციებს და რა პოტენციალს ხედავთ საერთაშორისო ბაზრებზე?
დღეს ქართული ღვინის ექსპორტის სურათი შერეულია: მოკლევადიანად გარკვეული გამოწვევები არსებობს, თუმცა გრძელვადიანი პოტენციალი საკმაოდ მზარდია. სწორედ ეს სივრცე გვაქვს ერთობლივად შესავსები.
ბოლო წლებში ქართული მეღვინეობების მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საერთაშორიისო ბაზრებზე გასვლის ინტერესი, ისე საერთაშორისო ღვინის კონკურსებში მონაწილეობის აქტიურობა. მსგავსი კონკურსები არა მხოლოდ ქართული ღვინის მაღალი ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა, არამედ მიღებული ჯილდოები საერთაშორისო ბაზრებზე ღვინოების ცნობადობისა და სანდოობის ზრდასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
T: რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც მწარმოებლები საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისას დგანან და როგორ ეხმარება მათ არამექსი?
ძირითადი სირთულეები რამდენიმე მიმართულებით გროვდება - ახალ ბაზრებზე წვდომა და დისტრიბუცია, ლოჯისტიკური ხარჯები და ტრანსპორტირების დრო, სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო რეგულაციები და, რაც განსაკუთრებით კრიტიკულია, პროდუქტის ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირების დროს. არამექსი ამ გამოწვევებს კომპლექსურად წყვეტს: ვარჩევთ ოპტიმალურ სატრანსპორტო მარშრუტებს, ვამარტივებთ საბაჟო პროცედურებს და ვიცავთ ტემპერატურულ კონტროლს ტრანსპორტირების მთელ პერიოდში, რომ ღვინო ისეთივე მდგომარეობაში ჩავიდეს დანიშნულების ადგილას, როგორშიც გამოვიდა მარნიდან.
T: რას ნიშნავს არამექსისთვის ქართული ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერა და რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი Decanter World Wine Awards-თან და ღვინის ფესტივალებთან პარტნიორობა?
დეკანტერის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე წელს მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ბოლო სამი წლის მონაცემებთან შედარებით ყველაზე მაღალი იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მეღვინეების მზარდ ინტერესს საერთაშორისო აღიარებისა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების მიმართ.
ჩვენთვის ეს მხოლოდ ტვირთის გადაზიდვა არ არის. როდესაც ქართველი მეღვინე საერთაშორისო ჯილდოს იღებს ან ახალ ბაზარზე შედის, ვგრძნობთ, რომ ამ მოგზაურობაში ვმონაწილეობდით. Decanter World Wine Awards, ღვინის ფესტივალები და პროფესიული პლატფორმები სწორედ ის სივრცეებია, სადაც ქართული ღვინო ხმამაღლა საუბრობს თავის თავზე და ჩვენ მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ წარმატების გზის ნაწილი.
დღეს, როდესაც ქართული ღვინო სულ უფრო მეტ საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობა, რომელიც ადგილობრივ წარმატებას გლობალურ შესაძლებლობებად გარდაქმნის.





Comments