ეთერ გორგილაძემ პრეზენტაცია გამართა, სადაც აუდიტორიას ღვინის მომხმარებელთა კვლევის შედეგები გააცნო
- tboba magazine

- Jun 29
- 1 min read
Updated: Jul 1

ღვინის ცენტრ “საძველემ” ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მარკეტინგისა და ტურიზმის სფეროს პროფესიონალებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ეთერ გორგილაძის მიერ ჩატარებული ღვინის მომხმარებლის კვლევის პრეზენტაცია და ღვინის ტურიზმის მასტერკლასი.
ღონისძიება ჩაატარა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით.
კვლევამ გამოყო საქართველოში ღვინის მომხმარებლის პროფილი და შეისწავლა, რამდენად აქტიურად ყიდულობს ადგილობრივი მომხმარებელი ღვინოს შიდა ბაზარზე. განხილული საკითხები მოიცავდა მომხმარებელთა ასაკობრივ განაწილებას, ალკოჰოლის მოხმარების ტენდენციებს, ღვინის არჩევისას გადამწყვეტ ფაქტორებს და მომხმარებლის ქცევის თანამედროვე ცვლილებებს.

“ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკეთ გავიცნოთ მომხმარებელი - ვინ სვამს ღვინოს, რა გავლენას ახდენს მის არჩევანზე და როგორ იცვლება მისი პრეფერენციები. სწორედ მომხმარებლის ქცევის კვლევა გვაძლევს შესაძლებლობას, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და ქართული ღვინო უფრო წარმატებით დავამკვიდროთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე” - ეთერ გორგილაძე, Beviour Marketing-ის დამფუძნებელი.
Cover photo by Ana Vardosanidze





Comments