top of page
Bottles of Wine

Siradze Selections - ქართული ღვინო კანადაში

Updated: Nov 2, 2025

Siradze Selections - კანადაში დაფუძნებული ქართული ღვინის იმპორტიორია, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ მომხმარებელს გააცნოს ქართული ღვინო. დამფუძნებელი ანა სირაძეა, რომლისთვისაც ქართულ ღვინოსთან კავშირი არის მის ორი სახლის, საქართველოსა და კანადის, ერთმანეთთან დაკავშირების პირადი მისიაა.

მიუხედავად კანადის მკაცრი რეგულაციებისა და ლოჯისტიკური სირთულეებისა, Siradze Selections წლის ბოლომდე კიდევ ხუთ ქართულ მარანს დაამატებს თავის პორტფოლიოს.


T: ანა, რა იყო მთავარი ინსპირაცია ქართული ღვინის იმპროტის დაწტყებისას?


ჩემი ოჯახი საქართველოდან არის და როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც ღვინო იდენტობის ნაწილია. უკვე 12 წელია ვმუშაობ სარესტორნო სფეროში და ყოველთვის, როცა საქართველოდან ვბრუნდები, ვხედავ რამდენად აკლია ქართულ ღვინოს პოპულარიზება კანადაში და გამიჩნდა სურვილი, ამ ორ სამყაროს შორის გამება ხიდი.


T: როგორ არჩევთ მარნებს თქვენი პორტფოლიოსთვის?


ჩემთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული მეთოდები, გამჭირვალე მიდგომა და ის ემოცია, რასაც ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოში დებენ. ვეძებთ ნამდვილობასა და სიყვარულით შექმნილ ღვინოებს.


ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პირად კავშირს - როცა მეღვინეს ახლოს იცნობ, უკეთ შეგიძლია მისი ღვინის ისტორიის გაზიარება.


T: რამდენად იცნობენ კანადაში ქართულ ღვინოს?


კანადაში ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება, განსაკუთრებით ვანკუვერში, სადაც ქართულ ღვინო პოზიციონირებულია როგორც ქარვისფერი სტილის. ამ ეტაპზე, ღვინო ძირითადად პატარა ბუტიკ-რესტორნებსა და მაღაზიებშია, რაც მის გავრცელებას ზღუდავს, თუმცა ამავდროულად განსაკუთრებულობასაც ანიჭებს.


T:  თქვენი აზრით, რა ხდის ქართულ ღვინოს უნიკალურს?


საქართველოში ღვინო მეტია ვიდრე სასმელი - ეს გულწრფელი ურთიერთობის ფორმაა. Siradze Selections-ში, ჩვენ ღვინოსთან ერთად ვუზიარებთ ისტორიებსაც: ვაწყობთ დეგუსტაციებსა და სემინარებს, სადაც ვსაუბრობთ ქვევრის ტექნოლოგიაზე, ფერმენტაციაზე და 8000-წლიან ტრადიციაზე. ეს ყველაფერი ერთად კი ქართულ ღვინოს ხდის მიმზიდველს.


T: რა რჩევას მისცემდით ქართველ მეღვინეებს?


ქართული ღვინო უნიკალურია. მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციები და კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვაჩინოთ. ჩემი რჩევაა, არ შეცვალონ საკუთარი მეთოდები მოთხოვნისა და პოპულარობის გამო. ყურადღება გაამახვილონ ხარისხზე და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ ქართულ ღვინო.

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page