top of page
Bottles of Wine

Vinemo wine school-ში ახალი სასწავლო წელი იწყება

ree

25 სექტემბრიდან Vinemo Wine School-ში ღვინის კულტურისა და დეგუსტაციის შემსწავლელი კურსი იწყება.


კურსი განკუთვნილია, როგორც ღვინის მოყვარულებისთვის, ისე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა ღვინის სამყაროს შესახებ.


მონაწილეები ისწავლიან ღვინის დაავადებების ამოცნობასა და პრევენციას, გაეცნობიან ქართული და საერთაშორისო ჯიშების ტიპურობას რეგიონების მიხედვით და დაეუფლებიან ღვინის შეფასების საერთაშორისო სისტემებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ ღვინის კულტურას უფრო საფუძვლიანად და პროფესიონალურად ჩაუღრმავდნენ.


ლექციებს გაუძღვებიან ქართული ღვინის სფეროს წამყვანი პროფესორები და სპეციალისტები - პროფესიონალები, რომელთაც წლების გამოცდილება აკავშირებთ ქართულ ღვინოსთან.


ვინემოს ღვინის სკოლა 2009 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მუდმივად ცდილობს გააღრმაოს ცოდნა ღვინის კულტურის შესახებ, განსაკუთრებით კი - ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე.  


კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://vinemo.ge/kursebi/ 


 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page