ნათია გაჩეჩილაძე ახალი ღვინის ფესტივალზე
- tboba magazine
- May 8
- 1 min read

შაბათი, მზიანი ამინდი, 25 გრადუსი და მთაწმინდის პარკი - ღვინის კლუბი რიგით მე16 ახალი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ღვინის კლუბის ინიციატივით 2010 წლიდან იმართება და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.
„10 მაისს, ათასობით ღვინის მოყვარულს ექნება შესაძლებლობა, პირადად შეხვდეს მეღვინეებს, მოისმინოს მათი ისტორიები და დააგემოვნოს ახალი მოსავლის ღვინოები. წელს ფესტივალი აერთიანებს 155 მცირე და დიდ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის ჯიშების მრავალფეროვნება და პოტენციალი მაქსიმალურად წარმოჩინდეს, რაც ყველაზე მთავარია - შედგეს ურთიერთობა მეღვინესა და მომხმარებელს შორის“ - ნათია გაჩეჩილაძე, ღვინის კლუბი.

ქართული ღვინის ინდუსტრიაში ახალი ღვინის ფესტივალი განსაკუთრებული მოვლენაა - ეს ის დღეა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან მეღვინეები, ღვინის მოყვარულები და სფეროს წარმომადგენლები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საღამოს კარვების დაშლისთანავე იწყება მომავალი ფესტივალის დაგეგმვაზე ფიქრი.
მთაწმინდის პარკში, მზიანი გარემოში, ახალ მოსავლის ღვინოების საუკეთესო ნიმუშების დეგუსტაცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას და სიღრმეებს.
Comments