top of page
Bottles of Wine

“ვინემომ” ქალი მეწარმეების ღვინოების დეგუსტაცია გამართა

Updated: 9 hours ago

17 ივლისს, ღვინის სკოლა „ვინემოს“ ორგანიზებით, საძველეში - უნიკალური ისტორიისა და არქიტექტურის მქონე სივრცეში - ქალი მეწარმეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.


ღონისძიებაზე 18 მარნის 43 ნიმუში გაისინჯა, მათ შორის: 9 თეთრი, 15 ქარვისფერი, 5 ვარდისფერი და14 წითელი ღვინო.


პირველ ეტაპზე ღვინოები ბრმა დეგუსტაციის ფორმატში შეაფასა დეგუსტატორთა სამმა ჯგუფმა. პირველი ჯგუფი მეღვინეებისგან შედგებოდა, მეორე - სომელიეებისგან, ხოლო მესამე ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ ღვინის მწერლები, ღვინის ენთუზიასტები, ღვინის გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები.


ამგვარი დაყოფის მიზანი იყო გვენახა, რა ფაქტორებს ანიჭებენ განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები და განსხვავდება თუ არა მათი ხედვა ღვინის შეფასებისას.


ღვინოები შეფასდა OIV-ის 100-ქულიანი სისტემით. ხუთი ყველაზე მაღალქულიანი ღვინო იყო:


• ამბოხი - საფერავი 2024

• თამარინი - საფერავი ქვევრი 2020

• ლაგვანი - რქაწითელი ქვევრი 2019

• მამისეული - რქაწითელი ქვევრი 2022

• მოგზაური - მცვივანი 2025


ბრმა დეგუსტაციის დასრულებისა და შეფასებების დაფიქსირების შემდეგ დეგუსტატორებმა ღვინის ეტიკეტებიც შეაფასეს. დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს იმაზე, თუ რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ მწარმოებლებმა ბრენდის შექმნის პროცესში და როგორი ეტიკეტი შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი.


ეტიკეტების შეფასების ნაწილში საუკეთესო შეფასებები მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: „არგვანი“, „ჯაფარა“, „ლაგვანი“, „ამბოხი“, „ორთა“, „ანტოს ღვინოები“, „ბირთვისის მეღვინეობა“ და „აფხაზას მარანი“.


დეგუსტაციის შედეგების საფუძველზე დაიგეგმა მასტერკლასი HoReCa სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლის ფარგლებშიც ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მაღალქულიანი ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება.



ანანო ვეკუა

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page