Mundus Vini, IWSC, CWC, Sakura, Mondial - სტრატეგია და ლოჯისტიკა
- tboba magazine

- 3 days ago
- 1 min read

საერთაშორისო ღვინის კონკურსები დღეს მხოლოდ მედლის მიღებას არ ნიშნავს - ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც სწორ დაგეგმვას, გამოცდილებასა და სანდო პარტნიორებს საჭიროებს.
სწორედ ამ თემას ეძღვნება Aramex Georgia-ს მიერ ორგანიზებული სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა ქართველი მეღვინეებისთვის, სადაც განხილული იქნება საერთაშორისო კონკურსებში - Mundus Vini, IWSC, CWC, Sakura, Mondial მონაწილეობის პროცესები, მათი მსგავსება, განსხვავებები და პრაქტიკული უპირატესობები.
მოწვეული სპიკერია ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, სხვადასხვა პრესტიჟული კონკურსის ჟიურის წევრი და ღვინის სკოლა „კაბისტონის“ დამფუძნებელი - ქეთი ჯურხაძე. წარმატებული ქართველი მეღვინე მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ღვინის კონკურსებში მონაწილეობის გზაზე.
Aramex Georgia წარმოადგენს პრესტიჟული საერთაშორისო ღვინის კონკურსის Decanter World Wine Awards-ის ოფიციალურ ლოჯისტიკურ პარტნიორს და ამ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე კომპანია მზად არის ქართველ მეღვინეებს გაუზიაროს ცოდნა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას რეალურად ამარტივებს.
ღონისძიების დამსწრეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური ტარიფებით.





Comments