top of page
Bottles of Wine

გურია საძველეში - ღვინისა და კერძის ფესტივალი

Updated: Nov 21, 2025

22 ნოემბერს ღვინის ქარხანა #1 და ისტორიული სივრცე „საძველე“ უმასპინძლებს ფესტივალს „გურია საძველეში - ღვინის და კერძის ფესტივალი“.


ღონისძიების მიზანია გურული ღვინისა და კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა.


სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ გურული ღვინოები, აღმოაჩინონ საინტერესო ადგილობრივი ჯიშები, გაეცნონ ტრადიციულ კერძებსა და რეგიონს თავისი უნიკალური კულტურით.


ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია საგანმანათლებლო სესიებიც, რომელსაც დარგის პროფესიონალები - ანა გოდაბრელიძე და ქეთი კვიჭიძე - გაუძღვებიან. მათი საუბრები გურულ ღვინოზე და რეგიონალურ გასტრონომიაზე სტუმრებს საშუალებას მისცემს გურია ახალი პერსპექტივით დაინახონ.  


„გურია საძველეში“ ერთ დღეში აერთიანებს გემოს და ისტორიებს - იმ ენერგიას, რომელიც გურიას თავისებურ ხასიათს და გამორჩეულობას ანიჭებს.  

 

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page