top of page
Bottles of Wine

FAO-ს მხარდაჭერით, თბილისში ჯული პატერსონის სამდღიანი ტრენინგი ღვინის ექსპორტზე გაიმართა

Updated: Apr 16


ree

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლებისთვის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე  მათი პროდუქტის ექსპორტის შესაძლებლობების შესახებ, სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. საგანმანათლებლო სესიებს ღვინის გაყიდვებსა და მარკეტინგში FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი და Marq Wine Group-ის მმართველი პარტნიორი ჯული პატერსონი გაუძღვა. ღონისძიება ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.


ტრენინგის მიზანს საქართველოს ღვინის სექტორისთვის ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების მხარდაჭერა წარმოადგენდა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, გერმანიაში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში.

სამდღიანი ინტერაქტიული ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბაზრის სტრუქტურის სიღრმისეული მიმოხილვა, ფასწარმოება და პროდუქტის განთავსება, ბრენდინგი და ბიზნესის სამიზნე რეგიონებში განვითარების სტრატეგიები.

ree

ღონისძიებას, ღვინის სექტორის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა, რომელიც უმნიშვნელოვანესია მათთვის საინტერესო ღვინის ბაზრებზე ექსპორტის მეშვეობით ბიზნესის განვითარებისთვის.


“ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე ღვინის ექსპორტისთვის რელევანტური მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული სტრატეგიის განვითარებისთვის და სექტორის მდგრადი ზრდისთვის”, - ამბობს დენის რეისი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერი.

 

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page