Concours Mondial de Bruxelles 2026
- tboba magazine

- Apr 10
- 1 min read
Updated: Apr 14

Concours Mondial de Bruxelles-ის წითელი და თეთრი ღვინის სესია 2026 წლის 21-23 მაისს ერევანში გაიმართება. კონკურსი აერთიანებს დარგის წამყვან პროფესიონალებსა და გამოცდილ დეგუსტატორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო პლატფორმად მიიჩნევა.
მათ შორის საქართველოდან 10 დეგუსტატორი მიიღებს მონაწილეობას თეთრი და წითელი ღვინის შეფასების პროცესში: ქეთი ჯურხაძე, გიორგი სამანიშვილი, კატო შალვაშვილი, ქეთი ჯაფარიძე, საბა ქიტიაშვილი, თემურ დაქიშვილი, დათო მაჭავარიანი, ირაკლი მგალობლიშვილი, საბა მზარეულიშვილი და გიო ფოცხვერაშვილი.
ქართული ღვინის ბაზრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექსკლუზიურად ქართველი მწარმოებლებისთვის კონკურსში რეგისტრაციის ვადა 30 აპრილამდე გახანგრძლივდეს.
ამასთან, კონკურსზე მიღებული მედლები და შეფასებები მომხმარებლისათვის სანდო ხარისხის ინდიკატორია, რაც პირდაპირ აისახება როგორც გაყიდვებზე, ისე პროდუქტის პოზიციონირებაზე საერთაშორისო ბაზარზე.
CMB დღეს უკვე სცდება ტრადიციული კონკურსის ფორმატს და აქტიურად თანამშრომლობს HoReCa სექტორთან, იმპორტიორებთან და დისტრიბუტრებთან, რათა მონაწილე მწარმოებლებს მისცეს რეალური კომერციული შესაძლებლობებიც.





Comments