top of page
Bottles of Wine

Blind Wine Tasting #1 - ავსტრალიური საფერავიდან, იმერულ კრახუნამდე

ree

ანანო ვეკუას ინიციატივით ბრმა დეგუსტაციის პირველი ღონისძიება ლამისყანა ისთეითში გაიმართა.  ბრმა დეგუსტაცია თამაშის ხასიათით წარიმართა და მიზნად ისახავდა ღვინის ამოცნობას ეტიკეტის გარეშე - მხოლოდ არომატზე და გემოზე დაყრდნობით.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 12-მა სტუმარმა - მეღვინეებმა, სომელიეებმა და ღვინის სფეროს წარმომადგენლება.


მონაწილეებმა დააგემოვნეს 10 განსხვავებული ღვინო:


  1. კრახუნა 2021 - მევენახეობა დოლიძე

  2. Etna Bianco DOC 2020 - Sul Vulcano

  3. ჩინური-გორული მწვანე 2023 - ლამისყანა ისთეითი

  4. Chianti Classico Riserva 2021 - Antinori

  5. Saperavi 2019 - PATRITTI, Barossa Valley

  6. საფერავი ქვევრი 2016 - ბინეხი

  7. Cabernet Sauvignon 2022 - Catena

  8. Pinot Noir 2022 - SCHUG winery

  9. Cabernet Sauvignon 2021 - Irvine

  10. საფერავი ქვევრი 2014 - ბინეხი


დღის სიურპრიზი ავსტალიური საფერავი 2019 წლის იყო. ინტენსიური ფერი, მკვეთრად გამოხატული ალუბლის ტონი და ვანილის კასრის არომატები საკმაოდ ბევრი მონაწილისთვის ნაცნობი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ახალი სამყაროს სტილს ეკუთვნოდა, დისკუსიისას გამოითქვა ეჭვი, რომ ის შესაძლოა სწორედ საფერავისგან ყოფილიყო დაყენებული - რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად ძლიერად მუშაობს ინტუიცია მაშინ, როცა ეტიკეტი არ ჩანს.

 

 

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page