top of page
Bottles of Wine

ქართული იშვიათი ჯიშები


ree

საქართველო მდიდარია ვაზის ენდემური ჯიშებით. ქვეყნის განსხვავებული ტიპის ნიადაგი და კლიმატური მრავალფეროვნება განაპირობებს მრავალი საინტერესო და განსხვავებული ჯიშის არსებობას. სტატიაში გირჩევთ იშვიათ ჯიშებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

ქვიშხური- მარანი ზოდი 2022

ree

ქვიშხური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მას გორული მწვანეს სინონიმადაც მოიხსენიებენ. ეს კონკრეტული ნიმუში იმერეთში მოწეული ყურძნიდან არის მიღებული, ფერმენტაცია გაიარა ქვევრში, იმერული ტექნოლოგიით. ღვინო რეგიონისთვის დამახასიათებელ ხასიათს ატარებს. ახასიათებს ხალისიანი მჟავიანობა, სიმსუბუქე, მინდვრის ყვავილების ნაზი არომატი, ყვითელი კურკოვანი ხილის ტონები. ეს ნიმუში მსუბუქი ქვევრის ღვინის მოყვარულ ადამიანს აუცილებლად გააოცებს.



ქისტური საღვინე/ალექსანდროული-ნატალია დაქიშვილი 2022

ree

ეს ნიმუში დამზადებულია კახეთის რეგიონში მოწეული ყურძნისგან. ღვინომ ფერმენტაცია გაიარა ქვევრში. ხშირად ქვევრის ღვინო ასოცრიდება სრულ სხეულიან, უხვტანინიან ღვინოსთან, თუმცა ჯიშიდან და ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ეს ნიმუში საკმაოდ მსუბუქი, დახვეწილი და ელეგანტურია. ახასიათებს ჟოლოს, მოცვის და ალუბლის არომატები. თავისი ხალისიანი მჟავიანობით, დაბალანსებული გემოთი და რბილი ტანინებით, ეს ღვინო მრავალ კერძს შეიძლება შევუხამოთ.




ასურეთული შავი - მარბანო 2019

ree

ქართლის რეგიონის ეს ნიმუში საკმაოდ საინტერესოა მრავალფეროვანი არომატების მხრივ. ღვინო დავარგებულია მუხის კასრში, რაც განაპირობებს მასში როგორც ჯიშურ, ასევე მეორეული არომატების ( დარიჩინი, სანელებლები, კვამლი) არსებობას. ღვინო გამოირჩევა უხვი, მწიფე ტანინით. ნიმუში იდეალურად შეეხამება ცხიმიან კერძებს, მათ შორის რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს - სტეიკს.




ნიკა - ანაპეა 2022

ree

ღვინო დამზადებულია 13 განსხვავებული ჯიშისაგან, მათ შორის არის სიმონასეული, ჟღია, ბუა, კურკენა, კუმსი თეთრი. ღვინო არის მსუბუქ სხეულიანი, ახასიათებს მაღალი მჟავიანობა, ტყლაპის არომატი, ალუბლის კურკის მსგავსი ტონები. დაბოლოება არც თუ ისე ხანგრძლივია, თუმცა ხასიათით საკმაოდ ხალისიანი და შთამბეჭდავი ნიმუშია.

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page