top of page
Bottles of Wine

Kato About Verve - ცქრიალა სასმელი

არომატიზირებული ცქრიალა სასმელი ხშირად ასოცირდება სიმსუბუქესთან, სიხალისესთან და სასიამოვნო განწყობასთან. თუმცა მაინც - როგორ შეიძლება მისი პროფესიონალური შეფასება და რას ხედავს მასში სომელიე?


Verve ელენე კუხალაშვილის ბრენდია - ენოლოგის მიერ შექმნილი პროექტი, რომლის მიზანიც გამორჩეულობისა და განსხვავებული სტილის დამკვიდრებაა. ელენესთვის ეს პროდუქტი არა მხოლოდ მარკეტინგული კონცეფციაა, არამედ მისი პროფესიული გზის ლოგიკური გაგრძელებაა.


Verve-ს მსუბუქი და ხალისიანი სერია ოთხ განსხვავებულ არომატშია წარმოდგენილი:



1. არომატის გარეშე

ეს არის ცქრიალა სასმელი, რომელიც ყველასთვისაა, მარტივი და ჰაეროვანი. ცინცხალი ციტრუსებისა და მწიფე, ყვითელი ხილის არომატები იდეალურად ერწყმის კრემოვან, მოტკბო გემოს. დაბალი ალკოჰოლი და მსუბუქი სხეული კი ქმნის ნაზსა და რბილ ტექსტურას.


2. ფეიხოა

ღვინისეული სასმელი, რომლის მთავარი ხიბლიც ინტენსიური, ცოცხალი, მწიფე ფეიხოას არომატია მაღალ, ცინცხალ მჟავიანობასთან ერთად. შედეგად კი ვიღებთ ელეგანტურ და ხალისიან ნიმუშს, რომელიც ყველა თვეს ახალი წლის სურნელს შესძენს.



3. ატამი

ჩამტკბარი, მსუყე, წვნიანი ატმის სურნელისა და ცოცხალი მჟავიანობის ერთობლიობა ბავშვობის ტკბილ მოგონებებსა და დადებით ემოციებს გაგიღვივებთ.




4. კოწახური

ხასხასა ვარდისფერი ფერის, კოწახურის დომინანტური არომატისა და გემოზე ტკბილი დაბოლოების ერთობლიობა გვიქმნის, როგორც ესთეტიურ სიამოვნებას, ასევე სავსე, მდიდრული და დახვეწილი გემოს შეგრძნებას.

 

 
 
 

Comments


Tboba Magazine is the authoritative voice celebrating the rich heritage and diverse flavors of Georgian wine and spirits. Our aims is to promote Georgian wines - through in-depth articles, exclusive interviews, and immersive experiences, we guide our audience on a journey to explore and appreciate the unique culture and craftmanship behind every bottle.

Join our mailing list

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn

C 2025 Tbobamagazine.com

bottom of page